სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც 10-მდე მოკლული, თითქმის გახრწნილი ძაღლი ჩანს. ერთ-ერთმა მოქალაქემ ძაღლები სოფელ დიღომთან, დიდგორის გზაზე ნახა და 112-ს შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
ფოტოში, მკვდარ ძაღლებს სხეულზე დაზიანებები ეტყობა. მათთან ერთად 4 ცოცხალი ლეკვიც იყო, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ, ეკა ლიპარტიამ შეიფარა.