Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქსტატი: 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 3.7%-ით გაიზარდა

09 ივნისი, 2017 12:22

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის პირველი კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მაჩვენებელს აქვეყნებს. 

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 ლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7%-ით მეტია.

ამავე პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით იყო აზერბაიჯანი 24.1%-ით, მეორე ადგილზე - თურქეთი 20.2%, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 19.8%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2017 წლის I კვარტალში 74.6 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0%-ია. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორი 80.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 79.6 მლნ. აშშ დოლარით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^