
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ქებურიას (რეპერი) პროცესი მიმდინარეობს. წაიკითხეთ რა განუცხადა სასამართლოს დაკავებულმა.
„დაკავებისას ჩემი უფლებები დაირღვა. არ გამაცნეს უფლებები. დამადეს ბორკილები. ვითხოვდი ადვოკატს და ამის უფლება არ მომცეს. მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი.
ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი.
ამას ვერ მალავდნენ; ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო."