Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე საინიციატივო ჯგუფმა სასამართლოს მიმართა

13 ივნისი, 2017 12:59

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის ძირითად მოთხოვნას მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბათმის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაცემის დავალება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

2017 წლის 5 მაისის ბრძანებით, მეჩეთის მშენებლობის ფონდს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე) უარი ორი არგუმენტით განუცხადა: 1.სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები. 2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.

ლოცვა ღია ცის ქვეშ

EMC-სა და TDI-ის განცხადებით, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ სასამართლოში,  მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე დისკრეციული უფლებამოსილება კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოიყენა და ქალაქში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ მწვავე სოციალურ საჭიროებას მხოლოდ ქალაქგანვითარების აბსტრაქტული ინტერესი დაუპირისპირა, რითიც მოცემულ შემთხვევაში რელიგიის თავისუფლების დაცვის აღმატებული საჯარო ინტერესი სრულად უგულებელყო.  

„მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები, მითითებულ ზონაში ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული დათქმის შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ზონა 6-ში დაშვებულია „საეკლესიო ობიექტების“ მშენებლობა. “საეკლესიო ობიექტი” უნდა განიმარტოს არადისკრიმინაციულად და ნეიტრალურად, რომელიც ეკლესიის გარდა, სხვა სახის საკულტო ნაგებობებსაც მოიაზრებს“ - ნათქვამია მსოარჩელე მხარის განცხადებაში.

მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზეც და სასამართლოს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასა და აღმოფხვრას მოითხოვს.

ამ კუთხით, მოსარჩელე მხარე მოუწოდებს სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც“ - ნათვამია განცხადებაში.

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.  

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^