Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და გარდაბანში წითელი ნუსხის ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა

14 ივნისი, 2017 18:26

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და გარდაბანში წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა. 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხეები თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციისა და მშენებლობის პროექტის ფარგლებში უნდა მოჭრან. 

განკარგულებით, ნებართვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცა, რათა მცენარეები ბუნებრივი გარემოდან სარეკონსტრუქციო გზის კორიდორის მონაკვეთებზე ამოიღოს.

ნებართვა გაიცა წითელ ნუსხაში შეტანილ შემდეგ სახეობებზე:

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა.ა) პატარა თელადუმა – 13 ინდივიდი;
ა.ბ) კაკლის ხე – 77 ინდივიდი;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ბ.ა) კაკლის ხე – 68 ინდივიდი;
ბ.ბ) პატარა თელადუმა – 58 ინდივიდი;
ბ.გ) ჭალის მუხა – 7 ინდივიდი.

განკარგულებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

ინფოგრაფიკა► მსხვერპლი ხეები წითელი ნუსხიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^