Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტიქიის გამო სამეგრელოში საგანგებო შტაბები შეიქმნა

16 ივნისი, 2017 12:01

გადაუღებელი წვიმის გამო, სამეგრელოში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელოს გუბერნია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლიაში რამდენიმე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

„ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა.

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.

პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.

სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის სამეგრელოში აღარ წვიმს,“ - ამბობენ გუბერნიის ადმინისტრაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^