Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლონდონში მეჩეთთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

19 ივნისი, 2017 12:37

გუშინ ლონდონში, ფინსბერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეჩეთიდან გამოსულ მლოცველებს მიკროავტობუსი დაეჯახა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა. დაკავებულია 48 წლის მამაკაცი. პოლიციის თქმით, ამ ეტაპზე სხვა ეჭვმიტანილი არ არის

როგორც BBC იტყობინება, შინაგან საქმეთა მინისტრი, ემბერ რუდი აცხადებს, რომ პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ყველა მსხვერპლი მუსლიმანია. 

ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს ხელმძღვანელი, ჰარუნ ხანი, ბოლო პერიოდში ბრიტანეთში ისლამოფობიასთან დაკავშირებული ინციდენტების გახშირებაზე მიუთითებს და ხელისუფლებას , უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

ფოტო: Agence France-Presse

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^