Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო სვანურ კოშკზე: პრევენციული ღონისძიება რთულად განსასაზღვრი იყო

23 ივნისი, 2017 15:32

„სოფ. ჩვიბიანში 22 ივნისს ჩამოშლილ სვანურ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე აღადგენს", - ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„დღესვე სააგენტოს სპეციალისტები ძეგლის პირველადი დათვალიერების შედეგად ადგილზევე დაადგენენ დაზიანების ხარისხსა და გადაუდებელი სამუშაოების ნუსხას. 24 ივნისს კი სვანეთში მივლინებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი კიდევ უფრო საფუძლიანად შეისწავლის საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზებს, განახორციელებს ჩამოშლილი ნაგებობის აზომვებსა და კოშკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. მალევე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად სოფ. ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზი, მკაცრი კლიმატური პირობებით გამოწვეული მისი ამორტიზებულობა გახდა. ზოგადად, სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება.

ამ პირობებში სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონრეტული პრევენციული ღონისძიებები, რათა 22 ივნისს მიღებული შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული. 
სვანური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დეკლარირებულად აქვს აღიარებული. ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს სოფ. ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავდროულად განვლილი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში უკვე რეაბილიტირებულია 70 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. სოფ. ჩვიბიანში დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტიც ამ გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^