Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" პაკელიანის საქმეზე: დროა, დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი

23 ივნისი, 2017 22:07

„მოვუწოდებთ პროკურატურას, დააჩქაროს გამოძიება, რათა დაუყოვნებლივ დადგეს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შოთა პაკელიანის წამებასა და ღირსების შელახვაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და სხვა კანონდარღვევებში" - ამის შესახებ განცხადებას „თეთრი ხმაურის მოძრაობა" შოთა პაკელიანზე „ლიბერალის" მიერ გავრცელებული კადრების შესახებ ავრცელებს. 

„გუშინ, 22 ივნისს, ჟურნალ ლიბერალი / Liberali-ს მიერ გავრცელებული კადრებით, სრულად დადასტურდა ყველა ის ბრალდება, რასაც შოთა პაკელიანი და მისი ოჯახი ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლების მიმართ პაკელიანის დაკავების დღიდან აყენებდნენ. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ჩხრეკა-ამოღების პროცედურა არა დაკავების ადგილზე, არამედ პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური და ღირსების შემლახავი პროცედურებით ჩატარდა.

კადრების გავრცელებიდან სწრაფადვე შსს-მ განყოფილების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა ეს ფაქტი არამხოლოდ სამართალდამცავი უწყების მხრიდან დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებაზე მიუთითებს, არამედ კიდევ ერთხელ აჩვენებს დანაშაულის გაცილებით მასშტაბურ, სისტემურ ხასიათსაც, ვინაიდან შსს დამნაშავე პოლიციელებს მანამ იცავდა, სანამ შეეძლო - კადრების მედიაში გავრცელებამდე.

შეგახსენებთ, პროკურატურაში პოლიციელეთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს გამოძიება, სადაც პაკელიანის ინტერესებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე იცავს.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დააჩქაროს გამოძიება, რათა დაუყოვნებლივ დადგეს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შოთა პაკელიანის წამებასა და ღირსების შელახვაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და სხვა კანონდარღვევებში.

დროა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი, რაც პოლიციელებს უფრო და უფრო ათამამებს და უბიძგებს თავად იყვნენ დამნაშვეები.

ჩვენ არ მოვითმენთ იმ სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც აბზიანიძის მკვლელებს, სტურუას თვითმკვლელობამდე მიმყვანებს, პაკელიანის მწამებლებს სამსახურიდან გაშვებით სჯის, ხოლო უდანაშაულო ხალხს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისთვის და მიკროდოზებისთვის წლობით ციხეში აგზავნის" - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებაში. 

„ლიბერალმა" გუშინ, 22 ივნისს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება.

„ლიბერალის" მიერ აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

პროკურატურაში შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გრძელდება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^