Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში ავტომანქანით შემოსულ ტურისტს შესაძლოა ავტომანქანის სავალდებულო დაზღვევა მოუხდეს

26 ივნისი, 2017 11:49

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, რა დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.

კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო სატარიფო განაკვეთების ოდენობას სადაზღვევო პერიოდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. უფრო კონკრეტულად კი ცხრილში მაგალითისთვის წარმოდგენილია მსუბუქი ავტომობილის მფლობელის მიერ გადასახდელი  სატარიფო განაკვეთები სადაზღვევო პერიოდის მიხედვით:

გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ლიმიტის ოდენობას ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე; ქონებისათვის მიყენებულ ზიანის ფარგლებს; სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის წესსა და დათქმას, როდესაც მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სადაზღვევო ლიმიტების განსაზღვრის დროს გაითვალისწინეს, როგორც მსოფლიო ბანკის ექსპერტების გაცემული რეკომენდაცია, ასევე მეზობელი ქვეყნების გამოცდილება.

საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის პოლისის გარეშე გადაადგილებისათვის ჯარიმას გასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო საზღვრის კვეთის დროს (საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას) საბაჟო დეპარტამენტიც.

კანონპროექტის ინოციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^