Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამალაძის მოთხოვნით „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტში გასული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

26 ივნისი, 2017 11:37

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების მუხლით დაიწყო.

„2017 წლის 25 ივნისს თბილისში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ი.ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას", - აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც მამალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქმე ეხება „რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ სიუჟეტს. მამალაძე უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს სიუჟეტი მისი, როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება. 

„შევიტანე განცხადება ირაკლი ფირცხალავას მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო თითქოს ჩემს აგენტობასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს ვითომ კუდ-ის აგენტი ვიყავი. ეს რეპორტაჟი გავიდა გამსვლელ სიუჟეტად. მე ვთვლი, რომ ეს ისახავდა მიზნად ჩემს, როგორც მოწმის დისკრედიტაციას, შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, ღირსება. მოვითხოვ გარკვევას, დაგეგმეს თუ არა „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა და მან ეს სიუჟეტი ჩემს წინააღმდეგ, რათა სასამართლოს წინ ჩემზე განხორციელებულიყო წნეხი”, - განაცხადა მამალაძემ. მისივე თქმით, პროკურატურას დღეს მიმართა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^