Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უდუმაშვილი „პანორამა თბილისზე": არ შეიძლება კერძო საკუთრების მშენებლობისთვის ხელის შეშლა

26 ივნისი, 2017 12:53

„არ შეიძლება კერძო საკუთრებას ასე ხელაღებით მისვლა და რაღაც ხელის შეშლა მუშაობაში, თუმცა ყველა პროექტი გადასახედია, რა თქმა უნდა" - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „ლიბერალის" შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა გეგმები ექნება მას „პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. 

„არ ვიცი, მინდა, ზოგადად განვაცხადო, რომ ყველა პროექტი, რომელიც აშენებულია, იმას, რა თქმა უნდა, ამ შენებლობის პროცესში არ შეიძლება კერძო საკუთრებას ასე ხელაღებით მისვლა და რაღაც ხელის შეშლა მუშაობაში, თუმცა ყველა პროექტი გადასახედია, რა თქმა უნდა. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ თბილისის ურბანულ განვითარებას და ზოგადად მშენებლობას. დღეს, რაც ჩვენ გვაქვს დედაქალაქში, ეს არის სრულიად მიუღებელი. ქალაქი აღარ დაგვრჩა, ბეტონის ჯუნგლები გვაქვს ქალაქის მაგივრად. ეს იქნება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში" - თქვა უდუმაშვილმა. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. პარტიამ თბილისის მერის თანამდებობაზე ზაალ უდუმაშვილი დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე -  ნიკა მელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^