Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადგილობრივი მცხოვრები უშგულიდან: სააგენტოს კოშკის შესახებ 3 წლის განმავლობაში ვატყობინებდით

26 ივნისი, 2017 19:26

22 ივნისს უშგულში, სოფელ ჩვაბიანში სვანური კოშკი ჩამოინგრა. ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ჩარკვიანი „ლიბერალს“ უყვება, რომ რამდენიმე წელია იმ დაზიანებების გამო, რომელიც მათ  საგვარეულო კოშკს ჰქონდა, მიმართავდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს.

„სამი წლის წინ დავიწყეთ ჩვენ ამ კოშკზე განცხადებების შეტანა ძეგლთა დაცვის სააგენტოში, კულტურის სამინისტროში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა გარდა დაპირებისა, ყველას ჰქონდა ინფორმაცია, ამოდიოდნენ, ფოტოებსა და ზომებს უღებდნენ, მაგრამ გასამაგრებელი სამუშაოები არ ჩატარებია მას“,- თქვა გიორგი ჩარკვიანმა.  

მისი თქმით, კოშკის დანგრევამ საფრთხე შეუქმნა გვერდით მდგომ საცხოვრისს. ჩარკვიანი ასევე აღნიშნავს, რომ უშგულში ბევრი დაზიანებული კოშკია და თუ მასშტაბურად არ დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები რამდენიმე წელში ისინი აღარ იარსებებენ.

„კოშკის შეკეთება ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული, ასევე გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ვერ შევძელით სამუშოების ჩატარება. მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამის [კოშკის] ფოტოები, ტელევიზიები იყვენენ ამოსულები, გადაიღეს, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა სახელმწიფო სტრუქტურებიდან. დაგვირეკეს, რომ ორშაბათს მოვლენ და დაიწყებენ გაწმენდით სამუშაოებს, ამის შემდეგ კი აღდგენას. მაგრამ ეს ინფორმაცია აღდგენასთან დაკავშირებით რამდენად რეალურია არ ვიცით.

მთლიანად უშგულში ძალიან ბევრია ასეთი დაზიანებული კოშკი, ჩაჟაშში დაწყეს შესწავლა ამ კოშკების, დაახლოებით 160 კოშკი შეისწავლეს, მაგრამ თუ უფრო მასშტაბურად არ იმუშავებენ ამ კოშკების გასამაგრებლად რამდენიმე წელში ისინი აღარ იარსებებენ“, - ამბობს გიორგი ჩარკვიანი.

სააგენტოს პრესსამსახურის თქმით, რესტავრატორთა ჯგუფი უკვე არის სამშენებლო ფიზიკურ სამუშაოებს, რაც გულისხმობს გაწმენდით სამუშაოებს.

„ხვალ მივლინებული იქნება სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილზე აიღებს ჩამოშლილი ზომების ანგარიში. შედგება სათანადო პროექტი, რომლის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი, რითიც გამოვლინდება რესტავრატორთა ჯგუფი, რომლებიც მომდევნო თვიდან დაიწყებენ სამუშაოებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს სამუშაოები გაგრძელდება შემოდგომამდე, დასრულებული იქნება მიმდინარე წელსვე“,- განუცხადეს „ლიბერალს“ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოდან. 

მომხდართან დაკავშრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 23 ივნისს განცხადება გაავრცელა.

სააგენტოს განცხადებით, კოშკის ნგრევის მიზეზი მკაცრი კლიმატური პირობები გახდა. მათი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ძეგლზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა და ასეთ პირობებეში სააგენტოსთვის რთული განსასაზღვრი იყო კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც კოშკის ნგრევა თავიდან იქნებოდა აცილებული.

„წინასწარი დასკვნის თანახმად სოფ. ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზი, მკაცრი კლიმატური პირობებით გამოწვეული მისი ამორტიზებულობა გახდა. ზოგადად, სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება.

ამ პირობებში სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონრეტული პრევენციული ღონისძიებები, რათა 22 ივნისს მიღებული შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული. 

სვანური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დეკლარირებულად აქვს აღიარებული. ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს სოფ. ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავდროულად განვლილი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში უკვე რეაბილიტირებულია 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. სოფ. ჩვიბიანში დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტიც ამ გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^