დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადობრივ მაუწყებელს განუცხადეს, შეხვედრა 15:00 საათზე შედგება და თემა მუხთარლის საქმესთან დაკავეშირებით განვითარებული მოვლენები იქნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლეილა მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად მივა.