Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საფარი“ გადაცემა „პროფილს“ სექსმუშაკთა სტიგმატიზაციის გამო ქარტიაში უჩივის

28 ივნისი, 2017 11:41

15 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი“. გადაცემაში მოწვეული იყო 5 შვილის დედა, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც თავს სექსსამუშაოთი ირჩენს.

ორგანიზაცია „საფარი“ გადაცემაში სექსმუშაკების მიმართ დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელი დამოკიდებულებების გამო,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართავს. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის მიერ ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა, პირველ რიგში, გადაცემის ფორმატში გამოიხატება. გადაცემის პირველ ნაწილში სექსმუშაკი ქალი ჰყვება თავის ისტორიას, გადაცემის სტუმრები კი მას უსმენენ, მეორე ნაწილში სტუმრები განსჯიან გმირის გადაწყვეტილებას, რამდენად სწორად მოიქცა, ჰქონდა თუ არა მას არჩევანი.  წამყვანი სვამს კითხვებს: ჰქონდა თუ არა მარიამს არჩევანი, შეეძლო თუ არა, სხვა გზა აერჩია. წამყვანი ეკითხება ჯერ მოწვეულ სტუმრებს, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას, ამართლებენ თუ არა მარიამს. გადაცემის გმირის ისტორიის განხილვა ხდება მორალურ და რელიგიურ ჭრილში, წამყვანი თვითონ საუბრობს სექსმუშაკობის მორალურ მხარეზე და მსგავსი შინაარსის კითხვებს უსვამს სტუმრებს. მაგალითად, იგი მარიამს ეკითხება, მორალურად იყო თუ არა ძნელი ამ ნაბიჯის გადადგმა. გადაცემის სტუმრები ადანაშაულებენ, კიცხავენ მას იმის გამო, რომ სხვა „უფრო პატიოსანი გზებით“ ვერ შოულობს ფულს.

ორგანიზაციის შეფასებით, ერთი მხრივ, წამყვანი მხარს უჭერს მარიამს და თითქოს თანაუგრძნობს კიდეც მას, თუმცა ზიზღით საუბრობს იმ პირებზე, ვინც სექსსამუშაოზე „ახალი ფეხსაცმლის“ თუ „500 დოლარის“ სანაცლოდ თანხმდება. იგი პირზე ადგება გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს და ეჭვი შეაქვს მის მიერ შეძენილი ქონების „პატიოსნებაში“.

„სექსმუშაკების სტიგმატიზება არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ იმ პირებთან შედარებით, ვინც სხვა გზით ირჩენენ თავს. სექსმუშაკები წარმოჩინდებიან, როგორც მორალური და რელიგიური ღირებულებების არმქონე პირები, რომლებსაც შრომა ეზარებათ და უფრო „მარტივად“ შოულობენ ფულს. მათ კიცხავენ და ადარებენ ძიძებს, მომვლელებს, პირებს ვინც მოწყალებას ითხოვს. სექსმუშაკები გადაცემაში წარმოჩნდნენ, როგორც საზოგადოების ყველაზე დაბალი კლასის წევრები. სექსმუშაკები ისედაც გარიყულნი არიან ყოველდღიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი ასეთი დამცირება და გაკიცხვა კიდევ უფრო ზრდის მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის საფრთხეს“, – ნათქვამია „სფარის“ საჩივარში. 

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ დასახელებული გადაცემა სექსმუშაკებში თვითსტიგმის საფრთხეს ზრდის. ეს მოვლენა განსაკუთრებით საშიშია ჩვენს საზოგადოებაში, სადაც სექსმუშაკები უამისოდაც მარგნალიზებულნი არიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით „საფარი“ სახალხო დამცველსაც მიმართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^