Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე მთავარ პროკურორს მიმართავს

28 ივნისი, 2017 12:28

 „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდეს. 

EMC-ის ინფორმაციით, 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მჭედლიშვილს, რის შედეგაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. ორგანიზაცია ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს იცავს. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში დაკითხული მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, ცემის შემდეგ ის მოათავსეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გაათავისუფლეს და მას ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ დააკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რენტგენით გამოკვლევისას სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. 

EMC-ის იფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ვლადიმერ მჭედლიშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით კახეთის საოლქო პროკურატურას ორჯერ მიმართეს. თუმცა საგამოძიებო ორგანომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის შეფასებით,  ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

EMC-ში ასსევე ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლის მიერ პოლიციის შენობაში დაკავებული მოქალაქის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე  გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელან არაადამიანურ მოპყრობად.

EMC-ში ამბობენ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ხარვეზები და დარღვევები ეჭვებს აჩენს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობის შეცვლის საკითხიც. ამის გათვალისწინებით EMC მიმართავს მთავარ პროკურორს და მოუწოდებს, პროაქტიულად განახორციელოს მჭედლიშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების და ასევე მიმართვის ტექსტში ხსენებული პრობლემების შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს საქმისთვის ქვემდებარეობის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^