Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიანიჭებენ თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს, 7 ივლისს გადაწყდება

28 ივნისი, 2017 18:16

მიანიჭებენ თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს  - ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 7 ივლისს მიიღებს. როგორც სამინისტროში ამბობენ,  სამინისტრო საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიწოდებიდან ერთი თვის ვადაში ვალდებულია, მოამზადოს საბოლოო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდეგ მისი ექსტრადირების პროცესი შეწყდება. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ერთი თვეა, წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ქართველმა სამართალდამცველებმა ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალს არ აღიარებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^