Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტმა „სითი პარკის“ თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას დაუჭირა მხარი

29 ივნისი, 2017 20:26

დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში "გირჩის" კანონპროექტის პირველო საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. 

კანონპროექტის ძირითადი პრინციპების თაობაზე ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზანია, აიკრძალოს, ადმინისტრაციული ორგანოს ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ ავტომანქანების გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, საპატრულო პოლიციის მიერ ოქმის შედგენის გარეშე. პროექტის მიხედვით, ასევე მცირდება, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ვადის გასვლის შემდეგ, დასაკისრებელი საურავის ოდენობა.

"კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, თბილისში ძალიან ხშირად აქვს ადგილი „სითი პარკის“ თვითნებობას, რომლის დროსაც ადგილი აქვს ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანას მაშინაც კი, როდესაც ეს ავტომანქანები არც გზას კეტავენ და არც საავარიო სიტუაციას ქმნიან. ხშირ შემთხვევაში, იგი ასევე ტყუილად არიცხავს საურავებს მოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს დარღვეული პარკირების წესი და შემდეგ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ უღირს ენერგიის, დროის და რესურსების ხარჯვა იმაზე, რომ წავიდეს სასამართლოში, გაასაჩივროს „სითი პარკის“ გადაწყვეტილება და უკან დაიბრუნოს ეს ფული, ამის შედეგად კი „სითი პარკი“ უბრალოდ ძალიან დიდ მოგებას ნახულობს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „სითი პარკის“ მსგავს ქმედებებს მხოლოდ კანონმდებლობა თუ შეაჩერებს და სწორედ ამის გამო, საპატრულო პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმის გარეშე, უნდა აიკრძალოს იმ ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რომლებიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგანან ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, ან მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალული“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ზონაში." - ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. 

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა ჩათვალეს, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს და ამ მიზნით, დაინტერესებული პირების მონაწილეობით, მუშა ჯგუფის შექმნის იდეაც წამოიჭრა, რომელიც კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^