Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს

16 ივლისი, 2017 13:39

თურქეთში თუკი დააბრუნებ ადამიანს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მისი გადაცემა ითხოვს, არ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლოს ან კანონის უზენაესობის მოლოდინი - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შესახებ განაცხადა. ჰარმსი დღეს ჩაბუქს ციხეში მოინახულებს. 

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის მსოფლიო მასშტაბით რომელსაც დევნიან გიულენის მოძრაობის წევრობის, ან მასთან კავშირის გამო. მოძრაობის წევრობა ვერასდროს იქნება დანაშაული. ეს ფაქტი ვერ გაამართლებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაბუქი თურქეთში დააბრუნოს. თურქეთში თუკი დააბრუნებ ადამიანს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მისი გადაცემა ითხოვს, არ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლოს ან კანონის უზენაესობის მოლოდინი. ამდენად, დღევანდელი ვიზიტი მნიშნელოვანია სქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც თურქეთის წნეხის ქვეშ არიან" - ამბობს ჰარმსი. 

ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის

„წარმოშობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციისა და ინდივიდუალური პროფილის შესწავლის საფუძველზე არ იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დადგეთ დევნის საფუძვლიანი რისკის ქვეშ", - ამის შესახებ   ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დასაბუთებაში წერს, რომლითაც განმარტავს გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ მიანიჭა ლტოლვილის საბუთი მუსტაფა ემრე ჩაბუქს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^