Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლეილა მუსტაფაევამ აფგან მუხთარლის საქმეზე პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა

16 ივლისი, 2017 16:43

დღეს, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მათ მიერ მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს ეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია აფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე, სადაც, მუსტაფაევას ინფორმაციით, ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მის მეუღლეს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე უთვალთვალებდნენ. 

 “მე მივეცი პოლიციას სამი ფოტო იმ პირების, რომლებიც აფგანს უთვალთვალებდნენ მის გადაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე. დამატებით ერთი ადამიანი იკვეთება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაშვებულ სიუჟეტში, რომელიც ჯერ დაშგენს, შემდეგ კი აფგანს უთვალთვალებდა. პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეძიებინა ამ პირების ვინაობა, თუმცა ეს არ გააკეთა. ფოტოზე აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩანან”, - განაცხადა მან. 

ოჯახის ადვოკატის, არჩილ ყოფიკაშვილის განცხადებით, საჭიროა შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიადა პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც აქვს ოჯახს და  ევროპარლამენტარები. მისივე თქმით,  თუ საქმის გამოძიება ამ ტემპში გაგრძელდა, თეორიულადაც კი არ ჩნდება შანსი, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოიძიონ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^