თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარაზე გამოძიება არ დაწყებულა. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ, თუ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება შევა.
„როგორც კი შემოვა პოლიციაში შეტყობინება, მყისიერად მოვახდენთ კანონით შესაბამის რეაგირებას. თუ მოქალაქე მოგვმართავს, რომ დაემუქრნენ, აუცილებლად მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს“, - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში
დღეს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და შსს-ს მოუწოდა, რომ დაიწყოს გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე.