Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს და სუს-ი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის, თბილისში შესაძლო დაკავებას უარყოფენ

17 ივლისი, 2017 13:46

„რადიო თავისუფლების“ პორტალის, „კავკაზ. რეალიის“ ინფორმაციით, კვირას 16 ივლისს თბილისში ჩეჩენი ლტოლვილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს.

აუდიოშეტყობინებაში, რომელიც ბლოგერმა „კავკაზ. რეალიის“ რედაქციაში გაგზავნა, ირკვევა, რომ იგი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საშუალება არ აქვს რედაქციის შეტყობინებებს ოპერატიულად უპასუხოს.

როგორც ბლოგერი ამბობს, ამ ეტაპზე რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი არ დგას. აბდურახმანოვმა მისი დაკავების მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ლიბერალი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. ორივე მათგანი მათი უწყების მიერ  თბილისში ტუმსო აბდურახმანოვის დაკავების ფაქტს უარყოფს.

„რადიო თავისუფლების" ცნობით, აბდურახმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს. ბლოგერის თქმით, იგი არასოდეს ყოფილა სირიაში. აბდურახმანოვი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

საქართველოში მას 2016 წლის ნოემბერში უარი უთხრეს პოლიტიკურ თავშესაფარზე. აბდურახმანავმა გადაწყვეიტლება გაასაჩივრა და აცხადებს, რომ ჯერ არ არის დასრულებული მისი საჩივრის განხილვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^