Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ თათია დოლიძის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17 ივლისი, 2017 15:22

შსს-ს ინფორმაციით, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული. აღნიშნული მუხლი მუქარას გულისხმობს. 

მუხლი 151. მუქარა

1. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

თათია დოლიძე: ეს არის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივლისი
23 ივლისი

რობაქიძის ქუჩაზე ავტომობილი ამოყირავდა

რობაქიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა.  შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ორი აქცია

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ" მარჯანიშვილის გამზირზე „რუსული ფაშიზმის" საწინააღმდეგოდ აქ ...
23 ივლისი
23 ივლისი

ფოტო ► ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონ ...

ბიძინა ივანიშვილი Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. ეს მისი პირველი საჯარო ფოტოა მას შემდეგ, რაც „ ...
^