უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ტელეკომპანიას ამის შესახებ გოგოს მეზობლებმა შეატყობინეს.