Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორკოტაშვილი: გაუპატიურებით დამუქრებაა, როცა დაურეკავ და ეტყვი, მე შენ გიზამ ამას და ამას

19 ივლისი, 2017 12:14

გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების სავარაუდო მუქარასა და შეურაცხყოფაში ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, ეს იყო მეგობრებს შორის პირადი საუბარი და ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

„ორ ადამიანს შორის პრივატლაპარაკი მიდიოდა შეფასება, მე შეიძლება თემაში იქ დავწერე რომ (მოსაკლავია კიდევ კარგი არ დამიწერია), ცოტა უზრდელურად დავწერე ეს, მაგრამ ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში... იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ, გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს პირადად დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას. მე ორ ადამიანს შორის რა სლენგია უზრდელურიც თუ არის და თუ მე გინებით გამოვხატავ ამას, ვისი რა საქმეა, ერთი გამაგებინეთ. მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც არაფერი. ის სიტყვა, რაც მაქვს ნახმარი, თქვენ მართლა ტვინიდან დაავადებულებო, მართლა იმაში რომ გამიყვანეთ, ეს პედოფილი არისო. მე არსად არაფერი საბოდიშო არ მაქვს, ორ მეგობარს შორის რა ტექსტით იყო მოხსენიებული მესამე ადამიანი“, - ამბობს გია კორკოტაშვილი (სტილი დაცულია)

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მუქარას გულისხმობს. საქმე ეხება თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარას.

სალომე კორკოტაშვილი გია კორკოტაშვილზე: სამწუხაროდ, Facebook გაუტეხეს 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^