Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე, აქტიური მოქალაქე" - პროექტი პანკისელი ახალგაზრდებისთვის

19 ივლისი, 2017 13:28

პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროექტი - „მე აქტიური მოქალაქე” იწყება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს და მასში მონაწილეობა ხეობაში მცხოვრებ ნებისმიერ უფროსკლასელს შეეძლება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს (ომალოში, დამასტურში, დუისში, წინუბანში, ჯოყოლოსა და ბირკიანში) პირადად ესტუმრებიან და სკოლების ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით განაახლებენ.

სკოლებშივე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ,  შეხვდნენ და გაესაუბრონ ცნობილ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეების წინაშე დგას. პროექტის მონაწილეებისთვის, ახალგაზრდების კულტურულ, სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამართავს ლექციებს.

პროექტი „მე, აქტიური მოქალაქე” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ღია დისკუსიების წახალისება და მოტივაციის გაზრდა სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^