Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ბავშვებშია

21 ივლისი, 2017 18:31

ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის შედარებით მაღალი პრიორიტეტის მინიჭების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნაწილობრივ არის შესრულებული.

ანგარიშის მიხედვით აღნიშნული მიმართულებით არ გაკეთდა:

  • ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად შემუშავებული ახალი მეთოდოლოგია, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის 2016 წლის „ოჯახების კეთილდღეობის კვლევა“ აჩვენებს, სრულად არ პასუხობს ბავშვთა საჭიროებებს, რადგან სიღარიბის მაჩვენებლები, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, კვლავაც ყველაზე მაღალია ბავშვებთან მიმართებაში;
  • განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად არ ჩაითვალა და შესაბამისი ზომები არ გატარდა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, შშმ, იძულებით გადაადგილებულ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებსა და სხვა ჯგუფებზე.

გაკეთდა:

  • ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების საქმის დანერგვა, სადაც მეტადაა გათვალისწინებული ბავშვთა საჭიროებები
  • 2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასება ხდება ახალი მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების ახალი წესების გამოყენებით. ასევე, შემუშავდა სოციალური დახმარების ადმინისტრირების ახალი წესები.
  • ანტისოციალური/დელიკვენტური ქცევის მქონე ბავშვების განვითარებისთვის ახალგაზრდული კლუბის, როგორც ხელსაყრელი კეთილგანწყობილი სივრცის, მენეჯმენტი და განვითარება

ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილების ნაწილი, არასამთავრობოების შეფასებით, ასევე ნაწილობრივ არის შესრულებული.

არ გაკეთდა:

  • ბავშვთა ძალადობის რეფერირების საკანონმდებლო ბაზის განახლება არ აისახება პრაქტიკაში. აღინიშნება კოორდინაციის ნაკლებობა მომსახურებებს შორის, რესურსების არასწორი ხარჯვა.
  • სახელმწიფო უწყების მხრიდან ბავშვისთვის აუცილებელი სერვისის მიწოდებაზე უარის თქმა, ჯერ კიდევ არ კვალიფიცირდება სისტემის მხრიდან უგულებელყოფად, ანუ - სისტემურ ძალადობად
  • ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მიმართ ღონისძიებები წარმოადგენს გაცილებით დიდი და სისტემური პრობლემის გადაფარვის მცდელობას. არ განხორციელებულა ა) ამ ბავშების სტატისტიკის შეგროვება ბ) საჭიროებების კვლევა გ) დანერგილი სერვისებისა და დახარჯული ფინანსების კვლევა და მონიტორინგი.
  • ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მუშაობის დროს, ყურადღების ხელოვნური გადატანა ხდება სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, მაშინ, როდესაც ქუჩაში მყოფი რამდენიმე ათასი ბავშვის მიმართ, ჩადენილი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაული (ტრეფიკინგი, სექსუალური ექსპლუატაცია, ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და სხვა), სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება ამ ბავშებთან მიმართებით, არის სწრაფი, მოკლევადიანი და ერთჯერადი; არ ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის ქუჩაში აღმოჩენის წყაროზე - მიზეზებზე, მათი მშობლების დასაქმებასა და ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფაზე, როგორც ეს მოთხოვნილია გაეროს სპეციალურ მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებით.
  • შექმნილი კრიზისული ცენტრის მუშაობა არაეფექტურია, არ დამტკიცებულა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მომსახურების სტანდარტი, არ არის უზრუნველყოფილი გაწეული სერვისების ეფექტიანობის შეფასების მონიტორინგი, ხოლო სოციალური სამსახურის მხრიდან, არაკოორდინირებული მუშაობის გამო, არ ხდება სახელმწიფო ფონდის თავშესაფრებში ბავშვების გადამისამართება,  მათთვის სერვისის უზრუნველსაყოფად. 

გაკეთდა:

  • განახლდა ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების (მიმართვიანობის) საკანონმდებლო ბაზა;
  • მოქმედებს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მომსახურებები;
  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მომსახურებისათვის შექმნილია კრიზისული ცენტრი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტარატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების თვალსაჩინოდ ჩართვა ნაწილობრივ შესრულდა.

გაკეთდა:

ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება; სოციალური მომსახურების განვითარება პროგრამული სერვისების გაუმჯობესების გზით; ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისთვის; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება.

თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არ გაკეთდა:

სამოქმედო გეგმაში იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების სფეროში არ ეყრდნობა სფეროში წარმოებულ კვლევას, სიტუაციურ ანალიზს. საკითხები შერჩეულია პასუხისმგებელი უწყებების მიერ შედარებით ადვილად შესასრულებელი ამოცანების მოწოდებით და არა ბავშვთა რეალური საჭიროებების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა არ მოიცავს: ბავშვების ყველა ჯგუფის და ცხოვრების ყველა ეტაპზე სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მექანიზმის დანერგვა; ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის რეალური მექანიზმების შემუშავება. ასაკის ნიშნით, ასევე სხვა ნიშნებით ბავშვთა დისკრიმინაციული პრაქტიკის არმოფხვრა; ბავშვთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შეფასება და გაძლიერება; ბავშვთა კეთილდღეობისა და ძალადობისგან დაცვის სფეროში ახალი მიმართულებების შექმნა; ე.წ. ჩრდილოვანი ბავშვთა სახლების სრულად დახურვისა და ალტერნატიული, საოჯახო სერვისების შექმნა; ბავშვთა სხეულებრივი სასჯელის აკრძალვა; ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების რაოდენობის გაზრდა; ბავშვთა მომსახურებების ხარისხის მართვის მექანიზმების დანერგვა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება სრულად შესრულდა, უფრო კონკრეტულად კი:

2015 წელს მიიღეს და ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 2016 წლის 1 თებერვალს, გამოიცა იუსტიციის მინისტრის #120 ბრძანება „არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის ბრძანებით დამტკიცდა არასრულწლოვანთა საპატიმრო სასაჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი; 2016 წლის 1 იანვრიდან შინაპატიმრობა გამოიყენება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ; 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.

ასევე, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გაძლიერდა სახალხო დამცველის როლი და მისი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა, ბავშვთა საკითხებზე მუშაობისა და შესაბამის ინსტიტუტებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით.

უფრო კონკრეტულად კი:

ჩატარებულია ბავშვის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო კამპანია მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში; მომზადებულია შესაბამისი თავი საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშისთვის ბავშვთა უფლებების შესახებ. განხორციელებულია ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ბავშვის უფლებების სისტემური მონიტორინგი; განხორცილებულია სახელმწიფო ინსტიტუციების მონიტორინგი არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად; განხორციელებულია ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო/პენიტენციალური სისტემის მონიტორინგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^