Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: ფინანსთა მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია

21 ივლისი, 2017 18:48

„რუსთავი 2 -ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარღვია კანონი და გათქვა „რუსთავი 2-ის“ კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია. 

„მინდა, გამოვეხმაურო ფინანსთა  მინისტრის განცხადებას, რომელიც მან გათქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვაც ევალება, პირველ რიგში. ეს გათქვა „იმედის“ ეთერში, რომელიც არ არის შემთხვევითი. ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე დღეა, ცდილობს ამ საკითხზე სიუჟეტის გაკეთებას; მათ ჰქონდათ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩვენთან; შეეშალათ, როგორც ჩანს, და ვერ მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხის გამხელისგან თავი შევიკავეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და ტელეკომპანია „იმედის“ ერთობლივი ქმედებები, ჯერჯერობით, არ დასრულებულა და ტელეკომპანია  სახელმწიფოს დაკვეთილ სიუჟეტებს ჩვენს წინააღმდეგ ისევ ასრულებს.

საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დავალიანება გაცილებით ნაკლებია, საქართველოს სახელმწიფოს დავალიანებაზე ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ  სასამართლო დაწესებულებებს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოსაც, იმ მოთხოვნით, რომ სრულად იყოს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც ტელევიზიას მიადგა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში, ვგულისხმობ ბოლო 2 წელს“, - თქვა გვარამიამ. 

მისი თქმით, რაკი გათქმული იყო „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული საგადასახადო ინფორმაცია დღეს „რუსთავი 2“  ოფიციალურად მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საგადასახადო ინფორმაციის იმავე ფორმით გათქმას.

ჩვენ ვსვამთ კითხვას, მთელი ამ წლების განმავლობაში რა გადასახადებს იხდის ბიძინა ივანიშვილი, უფრო სწორად, ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ის არავითარ გადასახადს არ იხდის. იგი არის ისეთივე ბიზნესმენი, როგორც სხვა ბიზნესმენები საქართველოში; რატომ არიან სხვა ბიზნესმენები არაკონკურენტულ გარემოში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში? ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილს ქველმოქმედებით გაღებული აქვს იმ თანხების მეათედი, რომელიც რეალურად უნდა გადაეხადა მას ამ ქვეყნის ბიუჯეტში. 

ჩვენ გვესმის, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და რადგან ამ კონფიდენციალური ინფორმაციის დარღვევა ნორმაა, ამიტომ ვითხოვთ ამ ინფორმაციის მიღებას“ - თქვა გვარამიამ.  

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხდა, რომ „რუსთავი 2-ს" აქვს დავალიანება და მიმდინარეობს  მოლაპარაკება ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტული გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ, ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობა არის, ზოგადად, ეკონომიკის განვითარება, მათ შორის და ეკონომიკური ბლოკი. მინდა, აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად „რუსთავი 2-ს“, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ „რუსთავი 2-თან" გადასახადის გადახდის გონივრულ გრაფიკს მივაღწევთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^