Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა ნივთების დონაციის ონლაინპლატფორმა შექმნა

25 ივლისი, 2017 14:19

პლატფორმა www.donate.ge ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ მოახდინოს ნივთების გადაცემა მათთვის ვისაც ეს ჭირდება. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეეძლება იზრუნოს და გაიღოს ნივთები ქველმოქმედებისთვის. ამისათვის, ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებსაიტს www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია - მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა, ამის შემდეგ მითითებულ მისამართზე, მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ყველა შეგროვებული ნივთი, შემდგომ გადაეცემა, როგორც ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს, ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული  და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები  და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ონლაინპლატფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანების და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის გასაცემი ნივთების მიტანა, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ც.დადიანის N7-ში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

საქველმოქმედო პლატფორმა www.donate.ge-ზე ნებისმიერ მსურველს ასევე, შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. თანხის გადარიცხვა მსურველს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია. ასევე, შესაძლებელია ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა, რაც საშუალებას მისცემს მსურველს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფონდი, თანხა და ვადა, რის შემდგომაც მისი ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება თანხის ფონდში გადარიცხვა. აღნიშნული ფუნქციის ჩართვისასაც, გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განხორციელდება. საქველმოქმედო პლატფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: donate.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^