Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი - ქართველი მოსწავლეების წარმატება ოლიმპიადებზე

26 ივლისი, 2017 12:42

ქართველ მოსწავლეთა ექვსკაციანი გუნდი მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დეჟანეიროში გაიმართა, ქვეყნის განათლების ისტორიაში, უპრეცენდენტო შედეგით დაბრუნდა,- აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მოსწავლეებმა ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

„მათემატიკის ოლიმპიადაში 615 მოსწავლე მონაწილეობდა მსოფლიოს 111 ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-12 ადგილი (აქამდე საუკეთესო შედეგი 25-ე ადგილი იყო) დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ასევე უპრეცედენტო და საუკეთესო შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9-კლასელი ნიკოლოზ ბირკაძის შედეგი, რომელმაც, უფრო მაღალი კლასისთვის განკუთვნილ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, გაიარა შესარჩევი ტურები, პირველად წარდგა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გაიცანით მედალოსნები: ოქროს მედალოსანი - ალექსანდრე საათაშვილი (კომაროვი, მე-12 კლასი); ვერცხლის მედალოსნები - საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვი, მე-11 და მე-9 კლასი); ბრინჯაოს მედალოსნები - ირაკლი შალიბაშვილი, დავით თათოშვილი (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), დავით ხვედელიძე (კომაროვი, მე-10 კლასი).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ლიდერი გიორგი ჭელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თანალიდერი გივი ნადიბაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; ასისტენტი უშანგი გოგინავა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.

ამავე დღეს დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში კერძოდ, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა. ოლიმპიადაში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია გასულ წელთან შედარებით. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი) და ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - გიორგი დალაქიშვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ასისტენტი მიხეილ გაბესკირია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^