Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შესახებ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

26 ივლისი, 2017 20:28

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის ვეტო 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაძლიეს. 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, შვიდ თვითმმართველ ქალაქს: - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა და ისინი შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიუერთდება. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვეტოს საშუალებით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საქართველოს მიქალაქეებმა, იმ ხალხმა რომელიც ამ ქალაქებში ცხოვრობს, გაიაზროს ის საკმაოდ ნეგატიური მნიშვენლობა რომელიც ამ ცვლილებებს მოაქვს. ეს ნეგატიური შედეგები, რომელიც დემოკრატიის ხარისხის გაუარესების თვალსაზრისით ამას მოყვება, ბუნებრივია დადგება როგორც შიდაპოლიტოკური ასევე საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე. ვეტოს არსი არის ის რომ ეს ყველაფერი დასაბუთებით, არგუმენტირებულად ავუხსნათ ჩვენს პარლამენტის წევრებს და მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცლილებებზე",  -აცხადებდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

პარლამენტმა ასევე დაძლია ვეტო, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^