Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: 82% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

27 ივლისი, 2017 11:26

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება, აღნიშნულს მხოლოდ 9% არ ეთანხმება. 

78% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ მუხთარლის საქმე უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოზე, მის რეპუტაციაზე,  რომელიც რეგიონში მედიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში რეგიონში ლიდერობდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) - 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^