NDI-იმ 2017 წლის ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებაც დაუსვა შეკითხვები კვლევის მონაწილეებს. მოსახლეობის 49%-ის აზრით, პარტიაში ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა მნიშვნელოვანია.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა, რომ პარტიას, რომელიც თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა?
9% - ძალიან მნიშვნელოვანი;
40% - მნიშვნელოვანი;
37% - უმნიშვნელოა;
9% - სრულიად უმნიშვნელოა;
5% - არ ვიცი.
შეკითხვაზე, როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე საკრებულოს წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას?
43% - დადებითი;
42%- არანაირი გავლენა;
6% - უარყოფითი;
8 %- არ ვიცი.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.