Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: NDI ცდილობს, დაამკვიდროს მოსაზრება, რომ მე-2 ტური გარდაუვალია, რაც არარეალურია

27 ივლისი, 2017 18:07

NDI ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია, რაც არ არის რეალური და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახი კალაძე NDI-ის კვლევის შედეგებს.

„თუ გადავხედავთ ისტორიას 2012 წლიდან, რაც ჩართული ვარ პოლიტიკაში, არც ერთი კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ იყო ჩატარებული, შედეგებს არ ემთხვეოდა. ზოგადად, როდესაც კვლევები კეთდება, საუბრობენ 2-4%-იან ცდომილებაზე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი იქნება გამოკითხული. თუმცა ეს კვლევები, აბსოლუტურად ყველა, იყო ცდომილებაში. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება - მაქსიმალურად ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური გარდაუვალია. ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად, რაც არ არის რეალური და მინდა, დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდაჭერით, არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში. თუნდაც ის 30%, რაც მოცემულია კვლევაში მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მე იმედი მაქვს თბილისის და თბილისელების, რომ ჩვენ პირველივე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ. 

NDI-ის შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?

თბილისის მოსახლეობის 30% ამბობს, რომ მხარს კახა კალაძეს დაუჭერს, 19% ალეკო ელისაშვილს, 18% ზაალ უდუმაშვილი, 12%-მა პროცენტმა არ იცის, ელენე ზოშტარიას - 5%;

შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, (მათგან, ვინც არჩევნებში სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას), თბილისის მოსახლეობის 37% ამბობს, რომ კალაძეს დაუჭრს მხარს, 22% ალეკო ელისაშვილს, 16% ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას 5%, არ იცის 8%-მა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^