
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უკვე თბილისშია. პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ხვალ 15:15 საათზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.
ჟურნალისტებთან პენსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით გამოემგზავრა „ძალიან მარტივი გზავნილის გადმოსაცემად“
„როდესაც საქართველოსა და მონტენეგროს ვესტუმრები, გზავნილი იგივე იქნება, რაც ესტონეთში - მოკავშირეებო აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენს თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა ვიცე ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან