Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტრო - მოსწავლეების შრომითი უნარების განვითარებისთვის პროგრამა ამოქმედდება

03 აგვისტო, 2017 11:44

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც პილოტირების რეჟიმში ოთხი პროფესიული სასწავლებლისა და ექვსი საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა. 

სამინისტროს განცხადებით, ახალი კურსი ორი თვის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების მხრიდან პროფესიულ სასწავლებლებში (კვირაში ორჯერ) ადგილზე მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას მოიცავდა. 


”პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლების და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის მიმართ. ისინი დაეუფლნენ ელემენტარულ უნარებს როგორც მებაღეობის, ასევე ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის და სხვა მიმართულებებით, რაც მათთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ახალ ინიციატივას მიეძღვნა კონფერენციაც, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების კურსების პილოტირების შედეგების გაცნობა. იმისათვის, რომ სკოლებსაც მიეცემათ საშუალება მოსწავლეებს შრომითი უნარები განუვითარონ და პროფესიების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული მეთოდოლოგიის კიდევ უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს“,- წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^