Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრაქცია „ქართული ოცნება": პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის ლიდერებს, არ აჰყვეთ მას

03 აგვისტო, 2017 14:17

„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“ - ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნება" ავრცელებს. 

განცხადება პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2-თან" ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხება. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის" ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელი და დასაცინია. 

„კიროვის პარკის" შესასვლელთან დიდი პლაკატი იყო, რომლიდანაც ხელს ბრეჟნევი გვიქნევდა და ეწერა: პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა. ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის აზროვნების ის ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი” - თქვა მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^