Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ექსპერტიზის პირველად მონაცემებით გარდაცვლილ ახალგაზრდებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ

08 აგვისტო, 2017 18:20

„ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, ბათუმში გარდაცვლილ ორ ახალგაზრდას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება ექსპერტიზის საბოლოო შედეგები.

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. 

როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. 

„ლიბერალს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ძალადობის კვალის დასადგენად ახალგაზრდების ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. ყელის გამოჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ შსს-შიც.

„იქ ყელის გამოჭრის ფაქტი არ არის დაფიქსირებული, 4 დღე გასული იყო, ძალადობის კვალის დადგენა ზედაპირული დათვალიერებით შეუძლებელი იქნებოდა, გადაყვანილები არიან ექსპერტიზაზე“, - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე  მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^