Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

16 აგვისტო, 2017 17:40

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, მათ იურიდიულ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს. 

„ამ ადამიანებმა მოგვმართეს ჩვენ და გვითხრეს, რომ იყვენნ Gem Fest-ზე დასაქმებულები, რომლებსაც ერთთვიანი მუშაობის შემდეგ  კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს.  წარმოგვიდგინეს ხელშეკრულება მათი დანიშვნის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე  უნდა ემუშავათ; ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო, რა მოვალეობები ეკისრებოდათ  და იქვე განსაზღვრული იყო თანხა, რაც უნდა გადაეხადათ ამ ადამიანებისთვის,  თუმცა დასაქმებულებისთვის ხელფასი ჯერ არ გადაუხდიათ. შესაბამისად, ისინი აპირებენ, ეს დავა წარმართონ სასამართლოში და მოითხოვონ მათთვის განკუთვნილი თანხის ანაზღაურება.  ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საჩივრის შედგენაზე. პარასკევისთვის იქნება მზად ეს საჩივარი“, - განაცხდა „ლიბერალთან“  საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკადუამ. 

Gem Fest-ზე ერთ ერთი დასაქმებული ცაბუნია ვართაგავა „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ  13 აგვისტოს ხელზე გადასცეს ხელფასის მცირე ნაწილი, დანარჩენს კი სექტემბრის ბოლოსთვის დაჰპირდნენ. „მათ ხელმოწერილი დოკუმენტი დამირღვიეს და არ მაქვს გარანტია რომ სიტყვაზე ვენდო“, - ამბობს ის. 

„ხელფასი უნდა გადაეხადათ 500 ლარის ოდენობით. რაღაც პერიოდულობით, ჭორის დონეზე გვესმოდა ხოლმე, რომ შესაძლო იყო, ხელფასი ვერ გადაეხადათ. შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი მიზეზებით გაუშვეს რამდენიმე ადამიანი და ერთ-ერთ მათგანს მენეჯერმა უთხრა, რომ ურჩევნიათ ფესტივალზე ცოტა ადამიანი იყოს დასაქმებული და მათ გადაუხადონ, ვიდრე ბევრი და ვერ გადაიხადონ. ისინი ხელოვნურად ცდილობდნენ, ეს 42 ადამიანი შევემცირებინეთ, 13 აგვისტოს იქ დასაქმებულთა ნაწილს ხელზე გადმოგვცეს 100 ლარი, ხოლო დანარჩენს ეგეც არ აუღია.

 გვითხრეს, რომ მეორე დღეს მოგვცემდნენ კიდევ 100 ლარს. აგვისტოს ბოლომდე კი დანარჩენი თანხაც იქნებოდა; თუმცა  მეორე დღეს, 14 აგვისტოს  აღმოჩნდა, რომ არც იმ 100 ლარის მოცემას აპირებდნენ და არც დანარჩენი ხელფასის, ამიტომაც  გავიფიცეთ.  რა თქმა უნდა, საფუძვლიანია, რომ არ დავუჯეროთ მათ და სიტყვაზე არ ვენდოთ. მათივე ხელმოწერილი დოკუმენტი დამირღვიეს და არ მაქვს გარანტია, რომ სიტყვაზე ვენდო. მერე გვითხრეს, რომ გვიჩივლეთ, სადაც გინდათ, იმაზე მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე უნდა მოგცეთ და ა.შ. თუმცა  ჩვენ სარჩელს ვამზადებთ და შევიტანთ“, - ამბობს „ლიბერალთან“ ცაბუნია ვართაგავა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^