Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკინიგზელთა შიმშილობის აქციას 7 ადამიანი შეუერთდა

17 აგვისტო, 2017 21:11

დღეს  „საქართველოს რკინიგზის“  შენობასთან რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. 

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს, რადგან, მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. 

პროფკავშირების განცხადებით,  დღეიდან შიმშილობის აქციას 7 ადამიანი უერთდება. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ სამუშაო ადგილებზე უჩა ხვთისიაშილი და ვახტანგ ცისკარიშვილი; გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვასილ ხორავა.  ისინი ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რკინიგზელები: უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი რკინიგზელის პროფესიას სხვადასხვა დროს, ქართულ და უკრაინულ სასწავლებლებში დაეუფლნენ და საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონს უკვე ათწლეულებია ემსახურებიან.

„ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 25 ივლისს, როტაციის შედეგების გაანალიზების საკითხზე, კახეთიდან თბილისში დაიბარეს რკინიგზელები, რაც, თავის მხრივ, სამუშაო პროცესია. რკინიგზელებს შეხვედრის მიმდინარეობისას ხელი მოაწერინეს დოკუმენტის გაცნობაზე, რომლის თანახმადაც, მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონული სამსახურისთვის სახელის შეცვლის შესახებ, ციტატა „გაფართოვდეს და ეწოდოს - სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონი“.



ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გაურკვეველი მიზეზით რკინიგზელები კვლავ თბილისში დაიბარეს. დასაქმებულები დილის 10 საათზე აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოში გამოცხადდნენ, სადაც განემარტათ, რომ დღეიდან მათი სამუშაოს დაწყების ადგილი დედაქალაქი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული-გარდაბნის სარკინიგზო ხაზს“,-ნათქვამი იყო გავრცელებულ განცხადებაში. 

რკინიგზელებმა მათთვის ფინანსურად და ფიზიკურად დამამძიმებელ შემოთავაზებაზე უარი ადგილზევე განაცხადეს და თავიანთი პოზიციის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით აცნობეს:

„არსებული შემოთავაზებით, ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კვების საკითხს, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია, შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კილომეტრის მოშორებით, რის საფუძველზეც მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა იმავე რეგიონში, სადაც ამ დრომდე უვადოდ ვიყავით დასაქმებულები.“ - ნათქვამია რკინიგზელების განცხადებაში. 

აქციის პარალელურად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მისი თქმით,რკინიგზის ადმინისტაცია დიალოგისა და ღიაობისთვის მზაობას გამოთქვამს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^