Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იკითხება

18 აგვისტო, 2017 12:49

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ოფისიდან ყველა სახის დოკუმენტაცია წაიღო. სიგუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საქმე ეხება ქონების დაზიანების ფაქტს. როგორც თავად ამბობს, მათი დავალიანება უცხოელი პარტნიორების მიმართ 400 ათას ევროს შეადგენს, საქართველოში კი დავალიანება 100-150 ათასია. 

„Gem Fest 2016" შარშანაც  და წელსაც ვალებით დავამთავრეთ. აუცილებლად ყველაფერს გადავხდით. დავალიანება იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე ჩვენს მიმართ აქვთ - 400 ათასი ევრო ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, საქართველოში კი დავალიანება 100-150 ათასია“, - განაცხადა სიგუამ. 

მისი თქმით, ფესტივალზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობამ ანაზრაურება სრულად მიიღო, ნაწილს კი 200-200 ლარი აქვს ასაღები, რასაც გადაიხდიან. 

„Gem Fest 2017-ში“ 350 ადამიანი მუშაობდა. უმრავლესობამ ანაზღაურება სრულად მიიღო. ასაღები 200-200 ლარი დარჩათ და მაგასაც ბოლო კაპიკამდე გადავუხდით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დავალიანება მილიონ ლარზე მეტი აქვთ, ეს ჩვენს მიმართ სხვადასხვა კაფეების, რესტორნებისა და ობიექტების ვალია", - თქვა გიორგი სიგუამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^