Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის“ - „საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან აქცია მიმდინარეობს

21 აგვისტო, 2017 18:46

„საქართველოს რკინიგზის“  შენობასთან აქცია „რკინიგზა რკინიგზელებს!“  იმართება.  15 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. 

ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

სოლიდაროის ნიშნად აქციას შემოუერთდნენ პროფკავშირის წარმომადგენლები ჭიათურიდან, ზესტაფონიდან და მინის ქარხნიდან.

რკინიგზის ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, ერთ-ერთ მოშიმშილის ოჯახის წევრებზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვადასხვა სამსახურებიდან.  

„მას შემდეგ, რაც დაიწყო შიმშილობა და მასში მონაწილობდა 2 ადამიანი, ერთ-ერთ მათგანზე განხორციელდა ზეწოლა. უფრო კონკრეტულად, ამ ადამიანის ძმის ოჯახზე სხვადასხვა სამსახურებიდან განხორციელდა სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მესამე დღეს, როცა რეალურად ერთი მოშიმშილე დარჩა და რკინიგზა მას ყურადღებას არ აქცევდა, დაკავებული იყო პროვოკაციული განცხადებების გავრცელებით, პროფკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ერთ ადამიანთან ერთად დამჯდარიყო საშიმშლოდ“,- განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

მისი თქმით,  2013-2014 წლებში რკინიგზამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლისგანაც არაფერი შესრულებულა. 

„მე მივმართავ რკინიგზას, ის პოლიტიკა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, ანგრევს რკინიგზას და აზარალებს ქვეყანას.  ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია და  ყველა ის განცხადება, რომელიც გაკეთებულია რკინიგზის მენეჯმენტისგან, პირდაპირ აღიქმება, როგორც მთავრობის გაკეთებული განცხადება, იმიტომ რომ ესენი არიან დანიშნულნი სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენთვის არავის უკითხავს ამ ადამიანების დანიშვნა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის“,-  თქვა ვიტალი გიორგაძემ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^