Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია: ატენში ხანძრის ლიკვიდაციისთვის თავდაცვის სამინისტროს 250-კაციანი დანაყოფი ჩაერთვება

23 აგვისტო, 2017 0:44

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. 

მისი განცხადებით, წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, რამდენიმე წუთში ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან. 

სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან. 

ამ ეტაპზე ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მიიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება. 

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულ კერაზე ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ თუ ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალისთვისაც შენარჩუნდება ხანძრის კერები, თავდაცვის უწყება დანაყოფების მობილიზებას აღნიშნულ ტერიტორიებზეც მოახდენს და შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოებში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩაერთვება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^