Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრი ხანძრებზე: ვფიქრობ, შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი

30 აგვისტო, 2017 14:38

„თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება, სხვა ფაქტორები იყოს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. 

„გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა. 

აბასთუმანში ხანძარი გუშინ გავრცელდა. ადგილზე  მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურების 1000-მდე ადამიანი. 

საგანგებო შტაბის მიერ გავრცლებეული ინფორმაციით, მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^