Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

31 აგვისტო ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების დღეა

31 აგვისტო, 2017 18:42

31 აგვისტო ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სათემო ორგანიზაციები, ნარკოტიკების მომხმარებლები, მათი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საქართველოს ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი) ხეებს რგავენ და პატივს მიაგებენ ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას.

„მეორეს მხრივ სოლიდარობას გამოუცხადებენ ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, ისევე როგორც მოხდება ნარკოპოლიტაკასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების აქტუალიზაცია და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა.

ზედოზირების დღის აღნიშვნა ნარკოტიკების მომხმარებლებს, მათი ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებს და საზოგადოებას საშუალებას გვაძლევს: გვახსოვდეს ზედოზირებითა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე, ისევე როგორც საზოგადოებას მივაწვდით სწორ ინფორმაციას ზედოზირების რისკების, ფატალური თუ არაფატალური ზედოზირების შესახებ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანიის კვირეულის ფარგლებში ზიანის შემცირების სერვის ცენტრებში ჩატარდება თანაბარგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრები ნარკოტიკების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების დოზის გადაჭარბების პრევენციის და რეაგირების უნივერსალური წესების შესახებ. ტრენერებად მოწვეული იქნება ნარკოლოგები და სფეროს ექსპერტები.

აქცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" ორგანიზებით გაიმართა.ზედოზირების შემთხვევებზე ჩასაფრებული პოლიცია - ნალოქსონი კი რეცეპტით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^