Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა ბათუმში მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი გახსნა

01 სექტემბერი, 2017 16:11

საქართველოს  ბანკმა,  საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ბათუმში მომსახურების ახალი მოდელის - „მეტი ურთიერთობის“ მიხედვით მოწყობილი ფილიალი გახსნა. მ. აბაშიძის 58-ში არსებული ბანკის მთავარი ფილიალის  განახლება  დასრულდა.  

ეს საქართველოს  ბანკის  ახალი  მოდელის მიხედვით  მოწყობილი  რიგით  მე-6  ფილიალია,   მათ შორის 5 თბილისში ფუნქციონირებს. საქართველოს ბანკმა  მომსახურების  ახალი მოდელის, „მეტი  ურთიერთობის“ დანერგვის  შესახებ  მაისში  განაცხადა.  

ახალი მოდელის თანახმად, მომსახურება უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას არ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია. ახალი მოდელის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად  განაახლა ფილიალების ფორმატი, სადაც სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი  -  მომხმარებლების მომსახურება ხდება როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს პროექტზე მუშაობა ერთობლივად შეუძლიათ. ახალი ტიპის ფილიალში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულიმცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეუძლია. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^