Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენერალური აუდიტორობის კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილი დაასახელა

08 სექტემბერი, 2017 12:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. იგი საქართელოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელია.

ირაკლი კობხიძემ მექვაბიშვილის დახასიათებისად განაცხადა, რომ მექვაბიშვილს ფინანსურ ინსტიტუტებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და საერთაშირისო ორგანიზაციებში.

„წლების განმავლობაში ის იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე ეკავა მაღალი პოზიციები კომერციულ სექტორში, კომერციულ ბანკებში. დღემდე ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და თანამშრომლობის ბანკის ასოცირებული დირექტორი. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო", - თქვა კობახიძემ.

თავად მექვაბიშვილი აცხადებს, რომ თუ მას ნდობას გამოუცხადებს, იგი აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

„ის გამოცდილება რაც შეძენილი მაქვს, თითქმის 25 წლის განმავლობაში საფინანსო საბანკო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტიანი, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ყველა გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა", - თქვა გენერალური აუდიტორიბის კანდიდატმა. 

კანონმდებლობის თანახმად, გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ირჩევს. მექვაბიშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა მომდევნი პლენალურ სხდომაზე გაიმართება.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას მადლობა გადაუხადა. მას უფლებამოსილების ვადა ივლისში ამოეწურა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^