Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ოქმი გააცნეს

12 სექტემბერი, 2017 11:50

ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში", სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, უკრაინელი მესაზღვრეები მივიდნენ. 

„რუსთავი 2-ის" ცნობით, მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.

სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მესაზღვრეების სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.

„მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ, განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები, რომ ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^