Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

12 სექტემბერი, 2017 17:21

„საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია.

„შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის მიმართულებით გაისროლა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირი დღეს თბილისში, ასევე წერეთლის გამზირზე, „თი-ბი-სი“ ბანკის დაყაჩაღებასაც შეეცადა“, - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^