Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

13 სექტემბერი, 2017 12:44

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდო კურტ ვოლკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოს გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისათვის გამართულ მიღებაზე შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისათვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დემოკრატიული ღირებულებები საქართველოს ევროპული იდენტობის საფუძველია, რაც ამავდროულად განსაზღვრავს როგორც ჩვენს მისწრაფებას დასავლეთისაკენ, ასევე ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მთავარ საყრდენს ქმნის. ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ აკადემიურ და კვლევითი საზოგადოებების მეშვეობით. საქართველო დიდად აფასებს ჩვენი მეგობრების წვლილს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ოჯახი ძლიერია, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მნიშვნელოვან წარმატებას ჩვენი საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ერთობა და მეგობრობა ჩვენი ძალაა. კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველთვის იყო საქართველოს გამორჩეული მეგობარი, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ინტერესებს მთელი მისი საქმიანობის მანძილზე.
ძვირფასო კურტ, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისა და თქვენი როლს საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოგანიჭოთ უმაღლესი ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი. ნება მომეცით, გისურვოთ წარმატება თქვენს მნიშვნელოვან მისიაში!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

კურტ ვოლკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ აფასებს ქართველ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისუფლების, ერთმანეთის, დემოკრატიის და უკეთესი მომავლის შენების.

„მიყვარს ეს ქვეყანა, სადაც ხალხს სჯერა იმის, რაც მნიშვნელოვანია - ხალხს სჯერა თავისუფლების, ერთმანეთის, ისინი მონდომებით ისწრაფვიან, სჯერათ დემოკრატიის, უკეთესი მომავლის შენების. მეამაყება ეს ჯილდო და ის, რომ თქვენ შემიძლია მეგობრები გიწოდოთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პატივია; საოცრად სასიამოვნოა, რომ აქ ვარ მაკკეინის ინსტიტუტის სახელით“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^